გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიას მიმართა და მოუწოდა, რომ „საქმე გააკეთოს და ნუ იპრანჭება ტელევიზიებში".
საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ევროკავშირში ბანკების საშუალო მოგება 10 პროცენტია, საქართველოს საშუალო მარჟის მოგება კი, დაახლოებით, 25 პროცენტი.
ვაშაძის თქმით, საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი. გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ჩამოიწეროს და განახევრდეს გადავადებულ სესხებზე პროცენტი.
„ევროკავშირში ათპროცენტიანი მოგებაა საუკეთესო მაჩვენებელი ბანკების მოგებისა - საქართველოში კი 26% დააფიქსირა ეროვნულმა ბანკმა. ეს მიუთითებს, რომ აქ ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი და ძარცვავს თითოეულ მოქალაქეს. მივმართავ გვენეტაძეს - ჩამოიწეროს პროცენტი გადავადებულ სესხებზე და განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. მივმართავ გახარიას - ნუ კი დადიხართ ტელევიზიებში და იპრანჭები, საქმე გააკეთე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.